„მანჩესტერ იუნაიტედი“ მაიკლ კერიკის შემცვლელად იულიან ნაგელსმანს განიხილავს #1TVSPORT

13:54, 22.10.2026

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მთავარი მწვრთნელის შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა მაიკლ კერიკის პოტენციურ შემცვლელად იულიან ნაგელსმანს მოიაზრებს.

ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, მანჩესტერელებმა 39 წლის გერმანელ სპეციალისტთან შესაძლო თანამშრომლობის საკითხზე პირველადი კონტაქტი უკვე დაამყარეს. ნაგელსმანს კლუბის ხელმძღვანელობაში მხარდამჭერები ჰყავს და მისი კანდიდატურა ერთ-ერთ პრიორიტეტულ ვარიანტად განიხილება.

ნაგელსმანი ამჟამად თავისუფალი აგენტია. მან გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა. მანამდე სპეციალისტი „ბაიერნს“, „ლაიფციგსა“ და „ჰოფენჰაიმს“ ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება მაიკლ კერიკს, მისი მდგომარეობა ბოლო პერიოდში გუნდის წარუმატებელი შედეგების გამო გართულდა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „კომოსთან“ 1:4 წააგო და ყველა ტურნირზე მოუგებელი სერია შვიდ მატჩამდე გაუგრძელდა.

კერიკი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად 2026 წლის იანვარში დაინიშნა, მაისში კი კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.

მსგავსი