„მანჩესტერ იუნაიტედი“ ლონდონში დიდი დანაკლისით ითამაშებს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ლონდონში დიდი დანაკლისით ითამაშებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დროებითმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა „კრისტალ პალასთან“ მატჩის წინ საკუთარი გუნდის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„სამი ფეხბურთელი, რომელთა შეცვლაც მოგვიხდა, მზად არ იქნებიან. რაც შეეხება რეშის, მასთან დაკავშირებით მუშაობა მოგვიწევს, რადგან იმდენად ცუდი მდგომარეობაც არ არის, როგორც გვეგონა და საბედნიეროდ, მთელი თამაშის ჩატარების უფლების მიცემით პრობლემა არ გაგვიმწვავებია.
შესაძლოა, მას მიეცეს თამაშის საშუალება, მაგრამ მის გარდა არავის დაბრუნებას არ ველოდები, ასე რომ, ბავშვებს თავის გამოჩენის შანსი ეძლევათ.

მატეომაც ივარჯიშა, მაგრამ არა მგონია, მზად იყოს, რადგან მან მხოლოდ გუშინ განაახლა ვარჯიშები. როხომაც ივარჯიშა, ასე რომ, მისი დაბრუნება სავარაუდოა, მაგრამ კუნთოვანი ტრავმა ვისაც აქვს, მათზე ფიქრი ადრეა. რამდენიმე ფეხბურთელი დაგვაკლდება“, – განაცხადა ნორვეგიელმა.

ოლე გუნარმა ასევე დაადასტურა, რომ შეხვედრას ავადმყოფობის გამო ფილ ჯონსიც გამოაკლდება – „ფილი ავადაა, ამიტომ ამიტომ მცირე ხანი ვერ ითამაშებს, მაგრამ დაცვის ცენტრში, საბედნიეროდ, უფრო მეტი არჩევანი გვაქვს. ერიკი, კრისი და ვიქტორი – სამივე მზადაა სათამაშოდ.“