„მანჩესტერ იუნაიტედი“ ლაუტარო მარტინესში 50 მილიონს იხდის და მარსიალს თმობს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ლაუტარო მარტინესში 50 მილიონს იხდის და მარსიალს თმობს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდება „ინტერის“ ფორვარდით ლაუტარო მარტინესით, – დაწერა გაზეთმა Daily Express-მა.

ინგლისური კლუბი მზად არის 24 წლის ფეხბურთელში 50 მილიონი ევრო გადაიხადოს. ასევე გარიგებაში შეიძლება ჩართონ „იუნაიტედის“ ფორვარდი ანტონი მარსიალი.

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ არგენტინელის შეძენით ასევე ინტერესდება „არსენალი“. „ინტერი“ მზად არის განიხილოს ლაუტარო მარტინესის გაყიდვის შესაძლებლობა, ოღონდ არ გაუშვებს მას 80 მილიონ ევროზე დაბალ ფასად.

ამ სეზონში არგენტინელმა 45 ოფიციალურ მატჩში 21 გოლი გაიტანა.