„მანჩესტერ იუნაიტედი“, კრიშტიანო რონალდოს რეკომენდაციით, ზიდანთან აწარმოებს მოლაპარაკებებს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“, კრიშტიანო რონალდოს რეკომენდაციით, ზიდანთან აწარმოებს მოლაპარაკებებს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა დამრიგებელმა ზინედინ ზიდანმა, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოლე-გუნარ სოლსკიაერი შეცვალოს. ინგლისური კლუბის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კონტაქტი ფრანგ მწვრთნელთან.

„იუნაიტედს“ ზიდანის კანდიდატურა კრიშტიანო რონალდომ შესთავაზა. ფრანგსა და პორტუგალიელს ერთად „რეალში“ უმუშავიათ.

ბოლო პერიოდში სოლსკიაერის პოზიციები „მანჩესტერ იუნაიტედში“ შესუსტდა, რადგან გუნდმა ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ ერთხელ მოიგო, – იტყობინება ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito.

ზინედინ ზიდანმა „რეალიდან“ წასვლის შესახებ 2020-2021 წლების სეზონის შემდეგ გამოაცხადა, როცა გუნდის ხელმძღვანელობისგან სათანადო მხარდაჭერა ვერ იგრძნო.