„მანჩესტერ იუნაიტედი“ კობი მეინუსა და ალეხანდრო გარნაჩოს არ გაყიდის #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს, კობი მეინუსა და ალეხანდრო გარნაჩოს არ გაყიდის და მათთან დაკავშირებით ყველა წინადადებას დაბლოკავს, – ინფორმაციას „სკაი სპორტი“ ავრცელებს.
რამდენიმე საათით ადრე ბრიტანული მედია წერდა, რომ კლუბი ფინანსური პრობლემების გამო ფეხბურთელებს შეელეოდა, რადგან მაითი გაყიდვით სოლიდურ შემოსავალს მიიღებდა.
19 წლის მეინუს მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლამდეა გათვლილი და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე იმუშავებენ გაუმჯობესებული პირობებით. რაც შეეხება გარნაჩოს, არგენტინელ მოთამაშესა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის სამუშაო ხელშეკრულება 2028 წელს სრულდება.