„მანჩესტერ იუნაიტედი“ კაზემიროს გაყიდვას აპირებს #1TVSPORT

17:29, 04.01.2025

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის გამოეთხოვოს ნახევარმცველ კაზემიროს.

ბრაზილიელმა შეიძლება დატოვოს გუნდი ზამთრის ან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, – წერს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

„იუნაიტედს“ მოუწევს ფეხბურთელების გაყიდვა, რათა შეიძინოს ახალი მოთამაშეები, და კლუბი მზად არის გაუშვას კაზემირო, თუ შესაფერის წინადადებას მიიღებს.

მიმდინარე სეზონში 32 წლის ნახევარმცველმა პრემიერლიგაში 14 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

მსგავსი