„მანჩესტერ იუნაიტედი“ კავანისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ კავანისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ მისი გუნდის ურგვაელი თავდამსხმელისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს.

„ედისონი შესანიშნავად ასპარეზობს, მისი თამაში შთამბეჭდავია. კავანისთან ერთად აუცილებლად განვიხილავთ მისსა და გუნდის მომავალს. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ მოთამაშეების ინტერესებს, – ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს Sky Sports. – ჩვენ კი ძალიან კმაყოფილები ვართ იმ წვლილით, რომელიც გუნდის განვითარებაში კავანის შეაქვს“.

ურუგვაელი ფორვარდი მანჩესტერული გრანდის რიგებს 2020 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მიმდინარე სეზონში კავანიმ 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

34 წლის ურუგვაელი თავდამსხმელის კონტრაქტი მანჩესტერულ კლუბთან 2021 წლის ივნისის ბოლოს იწურება.

დატოვე კომენტარი