„მანჩესტერ იუნაიტედი“ ჯეიდონ სანჩოს ალტერნატივად უსმან დემბელეს განიხილავს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ჯეიდონ სანჩოს ალტერნატივად უსმან დემბელეს განიხილავს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბარსელონას“ თავდამსხმელ უსმან დემბელეს შეძენის იმედი აქვს. ამ ინფორმაციას „ათლეტიკი“ ავრცელებს. როგორც ირკვევა, ინგლისური გრანდის პრიორიტეტად ჯერ ისევ ჯეიდონ სანჩოს შეძენა სახელდება, თუმცა „ბორუსია“ მასში 112 მილიონ ევროს ითხოვს, რის გამოც მანჩესტერელები სათადარიგო ვარიანტად სწორედ დემბელეს განიხილავენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ბარსელონა თანახმაა, დემბელეს სანაცვლოდ 56 მილიონი ევრო მიიღოს, რაც ინგლისელებისთვის საკმაოდ მიმზიდველი ვარიანტია.

მიმდინარე სეზონში უსმანმა ტრავმის გამო ესპანეთის პრიმარე დივიზიონის ხუთ და ჩემპიონთა ლიგის ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა. 23 წლის ფრანგის ანგარიშზე ერთი გოლია.