„მანჩესტერ იუნაიტედი“ ისა დიოპის სანაცვლოდ „ვესტ ჰემს“ 45 მილიონს და ერთ ფეხბურთელს სთავაზობს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ისა დიოპის სანაცვლოდ „ვესტ ჰემს“ 45 მილიონს და ერთ ფეხბურთელს სთავაზობს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ისა დიოპის გადაბირებით არის დაინტერესებული და მზადაა მის ამჟამინდელ კლუბს, „ვესტ ჰემ იუნაიტედს“, 45 მილიონ ფუნტ სტერლინგთან ერთადერთი ფეხბურთელიც დაუთმოს, – იტყობინება „სკაი სპორტსი“ (Sky Sports).

მიუხედავად ამისა, ბრიტანული პრესის ცნობით, „ვესტ ჰემი“ არც კი მოუსმენს შეთავაზებებს, რომლებიც 60 მილიონ ფუნტ სტერლინგზე ნაკლები იქნება.

ლონდონელებმა დიოპი „ტულუზიდან“ ერთი წლის წინ, 22 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინეს და გასულ სეზონზე ფეხბურთელმა „ჩაქუჩების“ შემადგენლობაში 38 მატჩი ჩაატარა.

მანჩესტერელების მთავარი საზრუნავი ახლა ცენტრალური მცველის შეძენაა და დიოპის გარდა ისინი „ნაპოლის“ კალიდუ კულიბალით და „ლესტერის“ ჰარი მაგუაიერით არიან დაინტერესებულნი. პირველს იტალიელები 100 მილიონ ფუნტად აფასებენ, მეორეში კი „ლესტერი“ 80 მილიონს ითხოვს.

ისა დიოპი „მანჩესტერ ინაიტედის“ ყოფილი მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს თვალთახედვის არეშიც მოექცა, როდესაც გასულ წელს „წითელმა ეშმაკებმა“ „ვესტ-ჰემთან“ სტუმრად ანგარიშით 1:3 წააგეს.