„მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის თასის პირველი ნახევარფინალისტი გახდა
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის თასის პირველი ნახევარფინალისტი გახდა

ინგლისის თასის გათამაშებაში პირველი მეოთხედფინალი გაიმართა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ურთულეს მატჩში მოიპოვა ნახევარფინალის საგზური – ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდმა სტუმრად დამატებით დროში აჯობა „ნორვიჩს“.

ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. მანჩესტერელი ოდიონ იგალოს გოლს (51-ე წუთი) „ნორვიჩის“ მხრიდან ტოდ კანტუელმა უპასუხა.

88-ე წუთზე მასპინძლები ტიმ კლოზეს გაძევების შემდეგ ათნი დარჩნენ მოედანზე. რიცხობრივი უპირატესობა დამატებით დროში 118-ე წუთზე ჰარი მაგუაირმა გამოიყენა და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2:1 მოიგო.

კვირას კიდევ სამი მეოთხედფინალი გაიმართება:

შეფილდ იუნაიტედი-არსენალი

ლესტერი-ჩელსი

ნიუკასლი-მანჩესტერ სიტი