„მანჩესტერ იუნაიტედი“ ჰოლანდისა და საულის შესაძენად თანხას მიიღებს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ჰოლანდისა და საულის შესაძენად თანხას მიიღებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე-გუნარ სოლსკიაერი გარკვეულ თანხას მიიღებს კლუბის ხელმძღვანელობისგან უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას გუნდის გასაძლიერებლად.

კლუბი აპირებს შეინარჩუნოს სოლსკიაერი და სრული ნდობა გამოუცხადოს მას. „იუნაიტედის“ ხელმძღვანელები აღიარებენ, რომ ნორვეგიელ სპეციალისტს დრო სჭირდება გუნდის ისე გადასაწყობად, როგორც თავად აქვს ჩაფიქრებული. პარალელურად, გუნდის აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი აპირებს დაამატოს შემადგენლობაში საუკეთესო ფეხბურთელები. ლაპარაკია ორ-სამ ნახევარმცველსა და ფორვარდზე.

ნახევარდაცვის ხაზში ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველს საულ ნიგესს, ხოლო შეტევაში „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ პრიორიტეტულ ვარიანტად რჩება ერლინგ ჰოლანდი „ზალცბურგიდან“. თუმცა, როგორც ბრიტანული პრესა წერს, ეს ორივე ვარიანტი უფრო შესაძლებელი იქნება მომავალი წლის ზაფხულში.