„მანჩესტერ იუნაიტედი“ გონსალო რამოშის შესაძენად სარეკორდო გარიგებას ამზადებს #1TVSPORT
LISBON, PORTUGAL - MAY 06: Goncalo Ramos of SL Benfica celebrates SL Benfica goal scored by Rafa Silva of SL Benfica during the Liga Portugal Bwin match between SL Benfica and SC Braga at Estadio do Sport Lisboa e Benfica on May 06, 2023 in Lisbon, Portugal. (Photo by Carlos Rodrigues/Getty Images)
„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის, სატრანსფერო წინადადებით მიმართოს „ბენფიკას“ ფორვარდ გონსალო რამოშის თაობაზე, – ამის შესახებ წერს ბრიტანული გაზეთი Mirror-ი.
ტრანსფერის სავარაუდო თანხად სახელდება 70-100 მილიონი ფუნტი. ეს შეიძლება „იუნაიტედის“ ისტორიაში სარეკორდო გარიგება გახდეს.
აღსანიშნავია, რომ 21 წლის პორტუგალიელთან თანამშრომლობით პირადად არის დაინტერესებული „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ თენ ჰაგი.
მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატის 27 მატჩში რამოშმა 17 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.