მანჩესტერ იუნაიტედი ერიქსენს სამჯერ მაღალ ხელფასს ჰპირდება
მანჩესტერ იუნაიტედი ერიქსენს სამჯერ მაღალ ხელფასს ჰპირდება

მანჩესტერ იუნაიტედი დაინტერესებულია ტოტენჰემის დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის გადაბირებით. ბრიტანული გამოცემა სანის ინფორმაციით, იუნაიტედი მზადაა, ხელფასის სახით სამჯერ მეტი გადაუხადოს 27 წლის დანიელ ვარსკვლავს.

ცნობილია, რომ ერიქსენი ტოტენჰემთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს, რადგან სწორედ ხელფასის მომატებას ითხოვს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერიქსენის შეძენა ბარსელონასაც სურს, რომელიც ამ მხრივ გააქტიურებას ზაფხულში აპირებს.

დატოვე კომენტარი