„მანჩესტერ იუნაიტედი“ დონარუმას მოელაპარაკა
„მანჩესტერ იუნაიტედი“ დონარუმას მოელაპარაკა

„მილანის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადადის.

გამოცემა Todofichajes-ს ინფორმაციით, 22 წლის მეკარე ვერ მოელაპარაკა თავის ამჟამინდელ კლუბს კონტრაქტის გაგრძელებაზე და მზად არის პრემიერლიგაში გასამგზავრებლად. გარიგება გადასვლაზე უკვე დასრულებულია.

აღნიშნავენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შეიძლება გაუშვას დავიდ დე ხეა ან დინ ჰენდერსონი, რათა დონარუმა გუნდის ძირითადი მეკარე გახდეს.

ინგლისურმა კლუბმა გაუსწრო „ბაიერნსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ იტალიელი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში.

შეგახსენებთ, რომ დონარუმას კონტრაქტი „მილანთან“ სეზონის ბოლოს იწურება. ამ სეზონში მან 30 მატჩი ჩაატარა და 38 გოლი გაუშვა.

იტალიელის სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევროა.