„მანჩესტერ იუნაიტედი“ დემბელეს ჯეიდონ სანჩოს ალტერნატივად განიხილავს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ დემბელეს ჯეიდონ სანჩოს ალტერნატივად განიხილავს

„ბარსელონას“ ნახევარმცველი უსმან დემბელე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ინტერესის სფეროში მოექცა, – იუწყება ESPN.

მანჩესტერელები დემბელეს ჯეიდონ სანჩოს ალტერნატივად მოიაზრებენ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისურ კლუბს „დორტმუნდისგან“ ჯეიდონ სანჩოს შეძენა სურდა, თუმცა ეს გარიგება ვერ შედგა.

წყაროს ინფორმაციით, „ბარსელონა“ დემბელეს 120 მილიონ ევროდ აფასებს და ეს თანხა მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელებისთვის, რა თქმა უნდა, ცნობილია.