„მანჩესტერ იუნაიტედი“ დე იონგს უახლოეს უქმეებზე წარადგენს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ დე იონგს უახლოეს უქმეებზე წარადგენს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბარსელონას“ ნახევარმცველის ფრენკი დე იონგის პრეზენტაციას უახლოეს უქმეებზე გეგმავს, – წერს Sky Sports-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.

წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით პრეზენტაცია „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართება, როგორც ეს მომხდარა მანჩესტერული კლუბის ყველა მნიშვნელოვანი გარიგებისას.

არაოფიციალური ინფორმაციით, ინგლისურ კლუბს ეს ტრანსფერი 85 მილიონი ევრო დაუჯდა. დე იონგი „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველი შენაძენი გახდება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს.

ერთი დღით ადრე დაიწერა, რომ თავად დე იონგს არ სურს „ბარსელონას“ დატოვება.

ნახევარმცველი კატალონურ გუნდში 2019 წელს გადავიდა და მისი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. გასულ სეზონში ნიდერლანდელმა 32 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში და სამ-სამი გოლი და შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

დატოვე კომენტარი