მანჩესტერ იუნაიტედი დავიდ დე ხეას შემცვლელის ძებნას იწყებს
მანჩესტერ იუნაიტედი დავიდ დე ხეას შემცვლელის ძებნას იწყებს

ბოლო რამდენიმე თამაშია, რაც დავიდ დე ხეა ჩვეული ფორმიდან ამოვარდა. რა თქმა უნდა, პრესამ არ დააყოვნა და ესპანელი მეკარე კრიტიკის ქარცეცხლში გაახვია. ესპანელ მეკარეს კონტრაქტი 2020 წლის ბოლოს ეწურება. აქედან გამომდინარე, აქტიურად დაიწყო საუბარი იუნაიტედში დე ხეას შემცვლელზე.

როგორც ჩანს, მანჩესტერ იუნაიტედი სერხიო რომეროს კანდიდატურით არ კმაყოფილდება და დე ხეას შემცვლელის შეძენას ამ სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება. წითლების მთავარ სამიზნეს იან ობლაკი წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ დავიდ დე ხეას კონტრაქტი 2020 წელს ეწურება. როგორც პრესა იტყობინება, იუნაიტედის  ხელმძღვანელობასა და ესპანელ მეკარეს შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ შედგა.

როგორც სკაი სპორტსი იტყობინება, მანჩესტერ იუნაიტედმა ატლეტიკოს მეკარისთვის 100 მილიონი ფუნტი უკვე გაამზადა.

გადაწყვეტს თუ არა ესპანელი მეკარე დარჩენას, იუნაიტედისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ხელმძღვანელობამ მაინც აქტიურად დაიწყო მისი შემცვლელის ძებნა და მათ მთავარ სამიზნეს იან ობლაკი წარმოადგენს.