„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ნიუკასლი“ რაბიოზე აცხადებენ პრეტენზიას #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ნიუკასლი“ რაბიოზე აცხადებენ პრეტენზიას #1TVSPORT

„იუვენტუსის“ ნახევარმცველი ადრიენ რაბიო პრემიერლიგის ორი კლუბის – „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ნიუკასლის“ ინტერესთა სფეროშია, – წერს გამოცემა Calciomercato.

წყაროს ცნობით, მანჩესტერული კლუბი ლიდერობს ფრანგი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში, მაგრამ „ნიუკასლიც“ ასევე აქტიურობს 28 წლის რაბიოს ხელში ჩასაგდებად.

ადრიენ რაბიო „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში ნახევარმცველმა ოთხი მატჩი ჩაატარა ტურინელთა რიგებში, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.