„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“ გუნდურ ვარჯიშებს დაუბრუნდნენ
„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“ გუნდურ ვარჯიშებს დაუბრუნდნენ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული“ ხანგრძლივი საკარანტინო პაუზის შემდეგ გუნდურ ვარჯიშებს დაუბრუნდნენ, – იუწყება Sky Sports.

ორივე გუნდმა კორონავირუსზე ტესტირება წარმატებით გაიარა და ექიმებმა ფეხბურთელებს ერთობლივი ვარჯიშის უფლება დართეს.

უახლოეს პერიოდში საწვრთნელ ბაზებზე „ჩელსი“, „ნიუკასლი“ და „ვესტჰემი“ გამოჩნდებიან.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატის ყველა კლუბმა „კოვიდ-19“-ის გამოსავლენად ტესტირება ჩაიტარა და კორონავირუსი ექვს ფეხბურთელს დაუდგინდა.