„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ინტერი“ მიულერით ინტერესდებიან
„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ინტერი“ მიულერით ინტერესდებიან

„მანჩესტერ იუნაიტედი” სერიოზულად არის დაინტერესებული „ბაიერნის“ ფორვარდის თომას მიულერის გადაბირებით, – წერს გერმანული გამოცემა „ბილდი“.

ინგლისურ კლუბს 30 წლის გერმანელის გაფორმება უკვე ამ ზამთარს სურს. ამასთან, „იუნაიტედი“ დიდი ხანია ინტერსდება მიულერით – ჯერ კიდევ 2015 წელს, მისი შეძენა ლუი ვან გაალს სურდა.

კიდევ ერთი გაზეთის „კიკერის“ ინფორმაციით, მიულერის თავის რიგებში ხილვა მილანის „ინტერს“ სურს, რომელიც ტრავმირებული ალექსის სანჩესის შემცვლელს ეძებს.

თავად თომას მიულერი „ბაიერნიდან“ სავარაუდო წასვლის შესახებ კომენტარისას ამბობს, რომ უბრალოდ, ფეხბურთზე კონცენტრაცია სურს.

მიულერის კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ფორვარდი მიუნხენური კლუბის აღზდილია. მისი დებიუტი პირველ გუნდში 2007 წელს შედგა.