„მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩალჰანოგლუს კონტრაქტს სთავაზობს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩალჰანოგლუს კონტრაქტს სთავაზობს

„მილანის“ ნახევარმცველმა ჰაქან ჩალჰანოგლუმ, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს.

ინგლისური პრესის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ აპირებს თურქ ფეხბურთელს ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს და ის თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმოს. ჰაქანს „მილანთან“ კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს ეწურება.

იტალიის ჩემპიონატის შარშანდელ გათამაშებაში ჩალჰანოგლუმ 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ცხრა გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი შეასრულა.

დატოვე კომენტარი