„მანჩესტერ იუნაიტედი“ ბენჟამინ შეშკოს შეძენას ძალიან მიუახლოვდა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ბენჟამინ შეშკოს შეძენას ძალიან მიუახლოვდა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედი“ გერმანული „ლაიფციგის“ თავდამსხმელის, ბენჟამინ შეშკოს დამატებასთან ახლოს არის, – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ატლეტიკი“ ავრცელებს.

„ნიუკასლ იუნაიტედი“ მზად იყო, შეშკოს სანაცვლოდ 82.5 მილიონი ევრო გადაეხადა და ამასთან ერთად, „ლაიფციგისთვის“ ბონუსის სახით 2.5 მილიონი ევრო შეეთავაზებინა, თუმცა თავად ფეხბურთელს მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედში“ სურს თამაში.

ამავდროულად, ფაბრიციო რომანო წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და შეშკომ პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას მიაღწიეს და ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ფეხბურთელი კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულის ჩათვლით გააფორმებს.

ამჟამად მოლაპარაკება კლუბებს შორის მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, გარიგება ოფიციალურ სახეს მალე მიიღებს.

22 წლის სლოვენიელმა თავდამსხმელმა გასულ სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით 45 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე 21 გატანილი გოლია.