ბრაზილიელი თავდამსხმელის, ანტონის მიმართ სატრანსფერო ინტერესმა მკვეთრად მოიმატა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ საკუთრებაში მყოფი შემტევით რამდენიმე კლუბი ინტერესდება, – ინფორმაციას El Nacional-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ანტონი იჯარით „ბეტისში“ გადასვლის შემდეგ კარგ ფორმაში შევიდა, „მანჩესტერი“ მის დაბრუნებას არ განიხილავს და მზად არის, ფეხბურთელი ან კვლავ გაანათხოვროს, ან გაყიდოს.
მთავარ კანდიდატებს შორის არის „ბეტისიც“, რომელიც მის გამოსყიდვას სერიოზულად განიხილავს. გარდა ამისა, 25 წლის ბრაზილიელი დიეგო სიმეონეს ყურადღების ქვეშ მოექცა, „ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელს ანტონის თავის გუნდში ხილვა სურს.
ანტონისთან დადებული ხელშეკრულების ვადა ზაფხულში იწურება. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.