„მანჩესტერ იუნაიტედი“ ანდრე ონანას შემცვლელად ორ მეკარეს განიხილავს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ანდრე ონანას შემცვლელად ორ მეკარეს განიხილავს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი რუბენ ამორიმი გუნდის კამერუნელი მეკარის, ანდრე ონანას თამაშით უკმაყოფილოა და მის შეცვლას აპირებს.

TEAMtalk-ის ინფორმაციით, ონანას შემცვლელად ინგლისური ფეხბურთის გრანდი ორ კანდიდატურას განიხილავს – „ბარნლის“ მეკარეს, ჯეიმს ტრაფორდსა და „ესპანიოლის“ ჯარის დარაჯს, ჟოან გარსიას.

ამ დროისთვის „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერლიგაში მე-14 ადგილზეა. გუნდმა გასული 27 ტურის განმავლობაში 39 გოლი გაუშვა.

ჯეიმს ტრაფორდი ინგლისში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მეკარედ ითვლება. 22 წლის ფეხბურთელი 2023 წელს საქართველოში ჩატარებული ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ის „მანჩესტერ სიტის“ აღზრდილია და „ბარნლის“ ღირსებას 2023 წლიდან იცავს.

რაც შეეხება გარსიას, 23 წლის ესპანელი ლა ლიგის მიმდინარე სეზონში დამაჯერებლად გამოიყურება, მას ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამოცდილებაც აქვს.

ანდრე ონანა მანჩესტერულმა კლუბმა 2023 წელს მილანის „ინტერიდან“ 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.