„მანჩესტერ იუნაიტედი“ ახლოსაა, „ვულვზიდან“ მატეუშ კუნია შეიძინოს #1TVSPORT
„ვულვზის“ ბრაზილიელი თავდამსხმელის, მატეუშ კუნიას აგენტი ინგლისში გაემგზავრა, რათა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკება გაემართა, – ინფორმაციას ჟურნალისტი ჯეიკობს ბენი ავრცელებს.
კუნია ინგლისური ფეხბურთის გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება მოახლოებულ სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს. როგორც ცნობილი ხდება, ფეხბურთელიც თანახმაა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს იმ შემთხვევაშიც, თუ გუნდი მომავალ სეზონში ევროტურნირების საგზურს ვერ მოიპოვებს.
25 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. ის „ვულვზის“ ერთ-ერთი ლიდერია.
სამხრეთამერიკელის სავარაუდო სატრანსფერო ფასად 50 მილიონი ევრო სახელდება.