„მანჩესტერ იუნაიტედი“ ახლოს არის ვარანის შეძენასთან #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ახლოს არის ვარანის შეძენასთან #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მცველი რაფაელ ვარანი ახლოს არის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან, – წერს თავის „ტვიტერზე“ გაზეთ AS-ის ჟურნალისტი ედუარდო კორნაგო.

ვარანის კონტრაქტი „რეალთან“ 2022 წლის ზაფხულში იწურება. მადრიდულ კლუბში უნდათ ფრანგთან ხელშეკრულების გაგრძელება, მაგრამ თავად ფეხბურთელს კარიერაში სიახლე სურს.

გასულ სეზონში ვარანმა ლა ლიგას 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.