„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბოლო ცხრა ოფიციალური მატჩიდან შვიდი წააგო
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბოლო ცხრა ოფიციალური მატჩიდან შვიდი წააგო

ოლე-გუნარ სოლსკიაერმა გასული წლის დეკემბერში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა და პირველ ორ თვეში გასაოცარ შედეგებს მიაღწია: მან პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა მწვრთნელებს შორის პირველ 10 მატჩში დაგროვებული ქულების რაოდენობით.

ამის შემდეგ კი დაიწყო შავი სერია, რომელიც დღემდე გრძელდება.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბოლო ცხრა ოფიციალური მატჩიდან შვიდი წააგო – ეს ყველაზე ცუდი შედეგია 1962 წლის შემდეგ.

„იუნაიტედის“ ფეხბურთელები რვა საათი და 47 წუთია თამაშიდან ვერ იტანენ გოლს. ორი აპრილიდან მოყოლებული, პოლ პოგბამ ორი პენალტი გაიტანა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უკვე გაუშვა პრემიერლიგაში 50 გოლი – ყველაზე ბევრი 1978-79 წლების სეზონის შემდეგ.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზედიზედ 12 ოფიციალური მატჩია „მშრალად“ ვერ ინახავს საკუთარ კარს – ასეთი სერია გუნდს 1971 წლის შემდეგ არ ჰქონია.

კვირას, 28 აპრილს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ჩელსის“ ეთამაშება.