„მანჩესტერ იუნაიტედი“ 70 მილიონ ფუნტ სტერლინგად საულ ნიგესის ყიდვას აპირებს
„მანჩესტერ იუნაიტედი“ 70 მილიონ ფუნტ სტერლინგად საულ ნიგესის ყიდვას აპირებს

„მანჩესტერ იუნაიტედს“ განზრახული აქვს, 70 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველ საულ ნიგესის სანაცვლოდ, – წერს გაზეთი „სანი“.

როგორც ირკვევა, „იუნაიტედი“ მზად არის, 25 წლის ესპანელს გაუფორმოს კონტრაქტი, რომლის მიხედვით ფეხბურთელი კვირაში 200 ათას ფუნტს მიიღებს, რაც მისთვის ხელფასის გაორმაგება იქნება.

საულმა „ატლეტიკოში“ 2019-20 წლების სეზონში 37 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა. ესპანელი ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა 64.8 მილიონი ფუნტი სტერლინგია.