„მანჩესტერ იუნაიტედი“ 100 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის აშენებას აპირებს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ 100 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის აშენებას აპირებს #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედი“ 100 000 მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის აშენებს აპირებს, რომელიც დიდ ბრიტანეთში უდიდესი სპორტული ნაგებობა იქნება.

კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ, რომ ახალი სტადიონი დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას ყოველწლიურად 7.3 მილიარდ სტერლინგს მოუტანს.

„დღეს იწყება ამაღელვებელი გზა. ჩვენ ვაპირებთ, ერთად შევქმნათ უდიდესი საფეხბურთო სტადიონი“, – განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამფლობელმა, ჯიმ რეტკლიფმა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიარდი გირვანქა სტერლინგი იქნება.