მამუკელაშვილმა „როდ აილენდთან“ 25 ქულა ჩააგდო

17:31, 03.12.2020

სანდრო მამუკელაშვილმა ამერიკის კოლეჯების ლიგის მიმდინარე სეზონი ეფექტურად დაიწყო. მან მესამე მატჩში ეფექტური ორმაგი დუბლი მიითვალა.

ქართველი ფორვარდის კლუბმა, „სეტონ ჰოლმა“ სტუმრად „როდ აილენდთან“ 63:76 წააგო, მამუკელაშვილი კი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. სანდრომ ასევე ყველაზე მეტი – 38 წუთი ითამაშა და სტუმრებს 25 ქულა, 10 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. მან 9-დან 4 ორქულიანი, 8-დან 4 სამქულიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

სანდროს „სეტონ ჰოლს“ სამი მატჩიდან ერთი აქვს მოგებული, უახლოესი შეხვედრა 5 დეკემბერს „ორეგონთან“ ელის.

მსგავსი