მამუკელაშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა
მამუკელაშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა
საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა ტრავმა მოირჩინა და დაახლოებით შვიდკვირიანი უქმობის შემდეგ „სეტონ ჰოლის” შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა.
მამუკელაშვილმა მაჯის მოტეხილობა 2019 წლის დეკემებერში მიიღო და მას შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის. დაბრუნების მატჩში სანდროს გუნდი საკუთარ არენაზე „დეპოლს” დაუპირისპირდა და მეტოქეს 64-57 სძლია. „სეტონ ჰოლმა” NCAA ლიგაში ზედიზედ მეათე გამარჯვება იზეიმა.
ქართველი ფორვარდი პირველ ტაიმში მოედანზე ხუთი წუთით გამოჩნდა. მესამე და მეოთხე პერიოდებში კი პარკეტზე არ შემოსულა. მცირე დროის განმავლობაში ერთი სამქულიანი ააცილა და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო.
„სეტონ ჰოლს” მიმდინარე სეზონზე ჩატარებული 20 მატჩიდან 16 აქვს მოგებული და „ბიგ ისთის” კონფერენციის სათავეში იმყოფება, მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი პირველ თებერვალს, ისევ შინ, „ქსავიერთან” გამართავს.