მამუკელაშვილის ტიტული და 15 ქულა გადამწყვეტ მატჩში

15:12, 17.12.2018

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“ გარდამავალ თასს დაეუფლა.

აღნიშნული ჯილდო 1916 წლიდან არის დაწესებული. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ არასრულ 33 წუთში 15 ქულა, 9 მოხსნა და თითო პასი და დაფარება მიითვალა. „სეტონ ჰოლმა“ კი „რატჯერსი“ 72-66 დაამარცხა.

 

View this post on Instagram

 

We run jersey! 🐆 #Hallin 💙

A post shared by Sandro Mamukelashvili ‭ (@ma23mu) on

მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მამუკელაშვილის გუნდს შვიდი მოგება და სამი მარცხი დაუგროვდა. „სეტონ ჰოლმა“ ცხრილში ერთი საფეხურით აიწია და ახლა ათგუნდიან კონფერენციაში მერვე ადგილს იკავებს. მას NCAA-ის მოქმედი ჩემპიონი „ვილანოვა“ ჩამორჩება, რომელსაც რვა მოგება და ოთხი მარცხი აქვს. შემდეგ მატჩს „სეტონ ჰოლი“ 20 დეკემბერს გამართავს.

მსგავსი