მამუკელაშვილის სასტარტო და 21 წუთი - „ბაქსმა“ იანისის გარეშე „მაიამი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
მამუკელაშვილის სასტარტო და 21 წუთი - „ბაქსმა“ იანისის გარეშე „მაიამი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

სანდროს მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმა“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა, სადაც მოქმედი ჩემპიონი „მაიამი ჰიტს“ შეხვდა და მიხედავად, იანის ანტეტოკუნმპოს არყოფნისა მარტივად, 124-102 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 21:05 წუთი ითამაშა. ამ დროში სანდრომ ცოტ-ცოტა ყველაფერი მოასწრო – მის ანგარიშზე 5 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში) და 3 პასია. მან თამაშიდან 3-დან 1 სამქულიანი და 3-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდა.

 

მთავარი ლიდერის გარეშე დარჩენილი ვისკონსინელები ამ შეხვედრაში გუნდურად გამოიყურებოდნენ, რაც მათ შედეგზეც აისახა. პეტ კონაუტონმა „ბაქსის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 23 ქულა დააგროვა, კრის მიდლტონი ახლოს იყო ორმაგ დუბლთან – მის ანგარიშზე 22 ქულა და 9 პასია. ორმაგი დუბლი გაიფორმა ბობი პორტისმა, რომელმაც 19 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა. რაც შეეხება მატჩს, შეიძლება ითქვას, რომ მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდმა შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, რადგან მეტოქეს 17-ქულიანი სხვაობით გაექცა და საბოლოო ჯამში, უპირატესობა შეინარჩუნა.

 

მილუოკი VS მაიამი

ამ მოგების შემდეგ „მილუოკი ბაქსს“ 15 მოგება და 9 წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 7 დეკემბერს „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ გამართავს.