მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ „გოლდენ სტეიტს“ მოუგო #1TVSPORT
მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ „გოლდენ სტეიტს“ მოუგო #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ „გოლდენ სტეიტს“ უმასპინძლა და მოწინააღმდეგე 10-ქულიანი სხვაობით დაამარცხა.

„სან ანტონიოს“ ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე 16 წუთი გაატარა. სანდრომ ამ დროის განმავლობაში 5 ქულა, 8 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მამუკელაშვილმა 5 ცდიდან 1 სამქულიანი ჩააგდო, ერთხელ კი ზუსტი ორქულიანი ისროლა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო ფრანგი ვიქტორ ვებმანიამა, რომელმაც „სან ანტონიოს“ 25 ქულა შესძინა.