მამუკელაშვილის სამიანები და 7 ქულა - „სან ანტონიომ“ ბითაძის „ორლანდოს“ მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქს“ მასპინძლობდა და 132-114 დაამარცხა.

გოგას ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, სანდრო კი პარკეტზე პირველივე მეოთხედში გამოჩნდა და 21:29 წუთი ითამაშა. მან 7 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. მამუკელაშვილმა 4-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, საშუალო დისტანციიდან კი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ. მას 2 დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლი ჰქონდა.

საუკეთესო ორივე გუნდის მხრიდან „სპურსის“ ჯერემი სოჩანი იყო, რომელსაც ორმაგი დუბლი 29 ქულითა და 11 მოხსნით ჰქონდა. გრეგ პოპოვიჩის გუნდიდან ასევე ზაკ კოლინზი გამოირჩა 25 ქულით. „ორნალდოდან“ ყველაზე შედეგიანი პაოლო ბანკერო იყო, რომელმაც 27 ქულა დააგროვა, ორმაგი დუბლი კი ვენდელ კარტერმა გაიფორმა – 16 ქულა და 10 მოხსნა.

შემდეგ შეხვედრას „სპურსი“ 16 მარტს, „დალას მავერიკსის“ წინააღმდეგ გამართავს, „ორლანდო მეჯიქი“ კი 17 მარტს „ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდება.