მამუკელაშვილის პირადი სარეკორდო შეხვედრა - 26 ქულა სტუმრად მოგებულ მატჩში (ვიდეო)

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ ამერიკის სტუდენტურ ლიგაზე მორიგი წარმატებული შეხვედრა სტუმრად „მარკეტისთან“ გამართა (79-88)

ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა კი ამ მატჩში სეზონის საუკეთესო სტატისტიკა დააფიქსირა. მამუკელაშვილმა 26 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თამაშიდან განხორციელებული 13 სროლიდან სანდრომ 10 ჩააგდო, მათ შორის სამივე სამქულიანი. ქართველმა ფორვარდმა სამივე საჯარიმოც ზუსტად შეასრულა.

„სეტონ ჰოლს“ კონფერენციაში მხოლოდ ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი.