მამუკელაშვილის ორქულიანი და 11 წუთი – „მილუოკი“ „შარლოტთან“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
NBA-ის მოქმედი ჩემპიონი, „მილუოკი ბაქსი“ ბოლო შეხვედრებია ცუდად გამოიყურება. ვისკონსინელებმა 5 მატჩიდან მხოლოდ ერთში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. 11 იანვარს, გამრთენიისას გუნდმა ზედიზედ მეორე შეხვედრა გამართა „შარლოტ ჰორნეტსთან“ და ზედიზედ მეორედ დამარცხდა 99-103.
სანდრო მამუკელაშვილი ამ მატჩში პირველ მეოთხედში გამოჩნდა და 11:13 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 2 ქულის, 1 მოხსნისა და 1 დაფარების დაგროვება მოასწრო. სანდრომ 3-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, პერიმეტრიდან კი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ. მამუკელაშვილმა ბურთი ერთხელ დაკარგა და პერსონალური ფოლი არ მიუღია.
შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და უპირატესობა ხან ერთი გუნდის მხარეს იყო, ხან მეორესი. პირველი მეოთხედი „ჰორნეტსმა“ დამაჯერებლად მოიგო, მაგრამ „ბაქსმა“ მეორე მეოთხედშივე შეძლო თამაშის შემოტრიალება. მეორე ტაიმი თითქოს იგივე სცენარით უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ მესამე პერიოდში ჯეიმს ბორეგოს გუნდის მოგების შემდეგ, ვისკონსინელებმა ვეღარ შეძლეს მატჩის მათ სასიკეთოდ დასრულებდა და 4 ქულის სხვაობით დამარცხდნენ.
„შარლოტ ჰორნეტსს“ 27 ქულით ტერი როზიემ ულიდერა, 23 ქულა ჰქონდა ლამელო ბოლს, ხოლო მაილს ბრიჯესმა 17 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. „ბაქსის“ მხრიდან ორმაგი დუბლით კრის მიდლტონი და იანის ანტეტოკუნმპო გამოირჩნენ. ბერძენლი კალათბურთელის ანგარიშზე 26 ქულა და 13 მოხსნაა, სამმაგ დუბლამდე მას მხოლოდ 2 პასი დააკლდა. მიდლტონმა კი 27 ქულა და 11 პასი დააგროვა.
შარლოტი VS მილუოკი
https://www.youtube.com/watch?v=7YMIZXO31U4
სანდრო მამუკელაშვილის გუნდი შემდეგ შეხვედრას 14 იანვარს, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ წინააღმდეგ გამართავს.