მამუკელაშვილის მეორე მატჩი და პირველი გამარჯვება სეზონში #1TVSPORT
მამუკელაშვილის მეორე მატჩი და პირველი გამარჯვება სეზონში #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მეორე წინასასეზონო მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის “სან ანტონიომ”. ტეხასელებმა “მაიამის” უმასპინძლეს და 120:104 გაიმარჯვეს.

სანდრომ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და 9 წუთში 6 ქულას 3 მოხსნა მიამატა. იგი შეტევისას უშეცდომო იყო – 2- დან 2 სამქულიანი.

მის გუნდში საუკეთესო შედეგი დრაფტზე ახალაყვანილ ვემბანიამას ჰქონდა – 23 ქულა.

“სპურსი” მომდევნო მატჩს 17 ოქტომბერს “ჰიუსტონთან” გამართავს.