მამუკელაშვილის ეფექტური ორქულიანები „ბრუკლინთან“ - „ბაქსს“ იანისმა ულიდერა [ვიდეო] #1TVSPORT
მამუკელაშვილის ეფექტური ორქულიანები „ბრუკლინთან“ - „ბაქსს“ იანისმა ულიდერა [ვიდეო] #1TVSPORT

8 იანვარს, გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა. მოქმედი ჩემპიონი, „მილუოკი ბაქსი“ მის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, „ბრუკლინ ნეტსს“ ესტუმრა და 121-109 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილი პარკეტზე პირველივე მეოთხედში გამოჩნდა და საერთო ჯამში 15:10 წუთი ითამაშა. მან ამ დროში 4 ქულის, 4 მოხსნისა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. სანდრომ 3-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, სამქულიანის ჩაგდება კი ერთხელ სცადა და უშედეგოდ. ქართველი კალათბურთელი 2-ჯერ დაჯარიმდა და ამ დროის განმავლობაში ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს.

შეხვედრა თავიდანვე „ბაქსის“ უპირატესობით წარიმართა და ბოლო მეოთხედამდე გუნდი დამაჯერებელი სხვაობით გავიდა წინ. მიუხედავად ბოლო პერიოდში მარცხისა, გუნდმა მაინც მოახერხა 12 ქულით მოგება და რეგულარულ სეზონში „ბრუკლინი“ ზედიზედ მეორედ დაამარცხა.

ყველაზე შედეგიანი იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც არასრულ 27 წუთში 31 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი დააგროვა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ბობი პორტისმა, რომელსაც 25 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა. „ნეტსის“ მხრიდან საუკეთესო 29 ქულით კევინ დურანტი იყო.

ბრუკლინი VS მილუოკი

შემდეგ შეხვედრას სანდრო მამუკელაშვილის გუნდი ხვალ, 9 იანვარს „შარლოტ ჰორნეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.

დატოვე კომენტარი