მამუკელაშვილის 6 წუთი და უქულო შეხვედრა - „ბაქსმა“ „სპურსი“ 10 ქულის სხვაობით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
მამუკელაშვილის 6 წუთი და უქულო შეხვედრა - „ბაქსმა“ „სპურსი“ 10 ქულის სხვაობით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

გასული სეზონის გამარჯვებულმა, „მილუოკი ბაქსმა“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრა გამართა. ამჯერად მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდი „სან-ანტონიო სპურსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 121-111 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდს აკლდა ბრუკ ლოპესი, ბობი პორტისი და სემი ოჯელეი, სანდრო მამუკელაშვილმა წინა მატჩებისგან განსხვავებით მცირე სათამაშო დრო მიიღო. მან 5:48 წუთი ითამაშა, რა დროშიც ერთი ჯარიმა აიღო, ქართველმა კალათბურთელმა საშუალო დისტანციიდან ერთხელ ისროლა და უზუსტოდ.

მატჩი ბოლო მეოთხედამდე ქულა ქულაში მიდიოდა. საწყის პერიოდში გუნდებმა ფრე ითამაშეს, მეორე მეოთხედში „ბაქსმაოთხქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რაც ბოლო მეოთხედამდე შეინარჩუნა, ბოლოს კი მეტოქეს 10-ქულიანი სხვაობით მოუგო. შეხვედრაში საუკეთესო კრის მიდლტონი იყო, რომელმაც 28 ქულა დააგროვა, იანის ანტეტოკუნმპოს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა, მის ანგარიშზე 21 ქულა, 8 პასი და 8 მოხსნაა. „სპურსის“ მხრიდან ყველაზე შედეგიანი 25 ქულით დაგ მაკდერმოტი აღმოჩნდა, 20 ქულაა კელდონ ჯონსონის ანგარიშზე.

სან-ანტონიო VS მილუოკი

თავისი შეხვედრა გამართა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმაც“, რომელიც „მაიამი ჰიტს“ შეხვდა და რეგულარ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა 102:91. ქართველი ახალგაზრდა ცენტრი სათამაშოდ ამ მატჩშიც არ გამოსულა და ფაქტია, რომ გუნდის ახალი მწვრთნელი, რიკ კარლაილი მას არ ენდობა.

შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი გახდა საჭირო. „პეისერსის“ მხრიდან 19 ქულა დააგროვა კრის დუარტემ, 18-18 მალკოლმ ბროგდონმა და ოშეი ბრისეტმა, დომანტას საბონისის ანგარიშზე კი 17 ქულაა. „ჰიტის“ მხრიდან გამორჩეული ბემ ადებაიო იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი 17 ქულითა და 16 მოხსნით გაიფორმა, ჯიმი ბატლერის ანგარიშზე კი 19 ქულაა.

ინდიანა VS მაიამი

შემდეგ შეხვედრას სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ და გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ ერთმანეთის წინააღმდეგ გამართავენ და შესაძლოა, NBA-ში ქართული დუელი ვიხილოთ. მატჩი 26 ოქტომბერს გამთენიისას გაიმართება.