მამუკელაშვილის 4 ქულა და 6 მოხსნა „დალასთან“ – „ბაქსმა“ ბოლო წინასასეზონო მატჩი გამართა [ვიდეო] #1TVSPORT
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სხვა გუნდებთან ერთად, სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმაც“ რეგულარულის დაწყებამდე პრესეზონის ბოლო მატჩი გამართა და „დალასთან“ 104:113 დამარცხდა.
NBA-ის დებიუტანტმა 15:31 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულის, 6 მოხსნის (2 დაცვაში და 4 შეტევაში) და 1 დაფარების დაგროვება მოასწრო. სანდრომ თამაშიდან 5-ჯერ ისროლა და ხუთივეჯერ არაზუსტად, მაგრამ საჯარიმოს ხაზიდან უნაკლო იყო და 4-დან 4 შანსი გამოიყენა. მან 2-ჯერ დაკარგა ბურთი და 3-ჯერ მეტოქის წინააღმდეგ დაჯარიმდა.
შეხვედრის პირველი მეოთხედი „მავერიკსმა“ 1 ქულით მოიგო, მაგრამ მეორე მეოთხედში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოო ჯამში 9 ქულით მოიგო. ყველაზე შედეგიანი იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი 26 ქულითა და 10 მოხსნით დააგროვა. „დალასიდან“ ჯალენ ბრანსონი გამოირჩა 17 ქულით.
https://www.youtube.com/watch?v=sjMhdeMpeWY
მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ შემდეგ შეხვედრას უკვე 20 ოქტომბერს „ბრუკლინ ნეტსის“ წინააღმდეგ გამართავს, სადაც NBA-ის რეგულარული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.