მამუკელაშვილის 20 ქულა „დენვერთან“ – სანდრომ „ბაქსში“ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა [ვიდეო] #1TVSPORT
ლას ვეგასის MGM Resrots-ში NBA-ის საზაფხულო ლიგის ბოლო მატჩები მიმდინარეობს. დღეს კი ჩვენთვის ყველაზე საინტერესო შეხვედრა გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილისა და გიორგი ბეჟანიშვილის დუელს ველოდებოდით, რომელიც შედგა. „მილუოკი ბაქსი“ „დენვერ ნაგეტსს“ დაუპირისპირდა და 87:94 დამარცხდა.
🇬🇪🇬🇪🇬🇪@Mamukelashvili5 x Giorgi Bezhanishvili pic.twitter.com/UwX7DQOg7g
— Milwaukee Bucks (@Bucks) August 17, 2021
სანდრო „ბაქსის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 22 წუთი ითამაშა, რა დროშიც 20 ქულის, 7 მოხსნისა (3 შეტევაში, 4 დაცვაში) და 1 დაფარების დაგროვება მოახერხა. მამუკელაშვილი თამაშიდან ძალიან კარგად ისროდა და წინა შეხვედრებისგან განსხვავებით პერიმეტრიდან შესანიშნავად გამოიყურებოდა. საშუალო მანძილიდან მან 8-დან 5 სროლა გამოიყენა, სამქულინი 4 მცდელობიდან 3-ჯერ ჩააგდო. საჯარიმოს ხაზიდან სანდრომ მხოლოდ ერთხელ ისროლა და ისიც ზუსტად. 22 წლის კალათბურთელმა ბურთი სამჯერ დაკარგა.
LOOK OUT!!
Mamu coming through!! pic.twitter.com/D4W09QOvkV
— Milwaukee Bucks (@Bucks) August 16, 2021
Shut up & drive ft. Mamu pic.twitter.com/uiB6QcAWGU
— Milwaukee Bucks (@Bucks) August 16, 2021
ბეჟანიშვილი „ნაგეტსის“ სასტარტო ხუთეულში არ იყო, მაგრამ თამაშის შანსი მიეცა. ერთ-ერთ ეპიზოდში გიორგიმ მამუკელაშვილს ეფექტური მოძრაობა გაუკეთა და ბურთი კალათში მოათავსა. ქართველი კალათბურთელის მონაგარი 7 წუთში 2 ქულა, 1 პასი და 1 დაფარება იყო. მან თამაშიდან 4-ჯერ ისროლა და აქედან ერთხელ ზუსტად.

მატჩში ყველაზე შედეგიანი „ბაქსის“ დ’მიტრიკ ტრაისი იყო 24 ქულით. მამუკელაშვილს არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი ჰქონდა. განსაკუთრებით ბოლო მეოთხედში, როცა ახალგაზრდა მძიმე ცენტრს სამქულიანების სროლა წაუვიდა. ის მატჩის ბოლოს „მილუოკის“ შემადგენლობაში საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.
The Rook showed out at @NBASummerLeague. pic.twitter.com/zyQgWqZsFt
— Milwaukee Bucks (@Bucks) August 16, 2021
ამ შეხვედრით, „მილუოკი ბაქსმა“ და „დენვერ ნაგეტსმა“ საზაფხულო ლიგა დაასრულეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სანდრომ ეს ეტაპი იდეალურად ჩაატარა და არაერთი ჟურნალისტის აზრით, მან შესაძლოა, სეზონის უმეტესი ნაწილი არა „ვისკონსინ ვერდში“, არამედ „მილუოკი ბაქსში“ გაატაროს. რაც შეეხება გიორგი ბეჟანიშვილს, მას თავის გამოჩენის შანსი დიდად არ მისცემია, მაგრამ ვიმედოვნოთ, რომ ავსტრიის მოქალაქე ქართველ კალათბურთელს „ნაგეტსი“ კონტრაქტს გაუფორმებს.