მამუკელაშვილის 15 ქულა G ლიგაში – „ჰერდს“ ბეჟანიშვილის გუნდმა მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

13:05, 28.03.2022

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განვითარების ლიგაში, მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ჩვენ ინტერესს ერთი თამაში იწვევდა – „მილუოკი ბაქსის“ G ლიგის გუნდი „ვისკონსინ ჰერდი“, სადაც სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს, გიორგი ბეჟანიშვილის „გრანდ რაპიდს გოლდს“ შეხვდა, რომელიც „დენვერ ნაგეტსის“ გუნდია.

შეხვედრა ბეჟანიშვილის გუნდის სასარგებლოად დასრულდა 111-107 და ორივე ქართველმა კალათბურთელმა მატჩში მონაწილეობა მიიღო.

სანდრო მამუკელაშვილმა 33 წუთში 15 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. მან 5-დან 1 სამქულიანი და 10-დან 6 ორქულიანი გამოიყენა, საჯარიმო კი 3-ჯერ ისროლა და უშედეგოდ. სანდრო მეტოქის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდა.

https://twitter.com/WisconsinHerd/status/1508212769849552897

გიორგი ბეჟანიშვილმა 18 წუთში 6 ქულა, 12 მოხსნა (5 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა. მან 9-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 2 ერთქულიანი უშედეგოდ ისროლა. ბეჟანიშვილმა 3-ჯერ დაკარგა ბურთი და 5 პერსონალური ფოლი მიიღო.

შემდეგ შეხვედრას „ვისკონსინ ჰერდი“ 2 აპრილს „დელავეარ ბლუ ქოუთსთან“ გამართავს, „გრანდ რაპიდს გოლდი“ კი 30 მარტს „რეპტორს 905“-ს დაუპირისპირდება.

მსგავსი