მამუკელაშვილის 14 და ბეჟანიშვილის 11 ქულა G ლიგაში – „ჰერდმა“ და „სკაიჰოუკსმა“ ოვერტაიმებში მოიგეს [ვიდეო] #1TVSPORT
NBA-ის განვითარების ლიგაში ქართველი კალათბურთელების გუნდებმა მორიგი შეხვედრები გამართეს. სანდრო მამუკელაშვილმა, რომელსაც „მილუოკი ბაქსთან“ ორმხრივი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და ძირითად გუნდში ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა, „ვისკონსინ ჰერდის“ შემადგენლობაში ითამაშა და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა – ვისკონსინელებმა შეხვედრა „მოტორ სიტი კრუიზთან“ 135-133 მოიგეს.
He’s baaaack 😈 pic.twitter.com/ooB6ZWsMWc
— Wisconsin Herd (@WisconsinHerd) November 13, 2022
ახალგაზრდა მძიმე ფორვარდმა 22 წუთი ითამაშა და ამ დროში 14 ქულის, 7 მოხსნის, 3 პასის, 3 ჩაჭრისა და 1 დაფარების დაგროვება მოასწრო. სანდრომ 8-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან კი ორჯერ ისროლა და უშედეგოდ, მან 3-ჯერ დაკარგა ბურთი და ერთი პერსონალური ჯარიმაც მიიღო.
Mamu with the steal and the SLAM😳 pic.twitter.com/ytM2B8FYaL
— Wisconsin Herd (@WisconsinHerd) November 13, 2022
Mamu with the block!!!🚫 pic.twitter.com/H0fUiSUU52
— Wisconsin Herd (@WisconsinHerd) November 13, 2022
შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა ოვერტაიმში გადაწყდა, სადაც „ჰერდმა“ მხოლოდ 2 ქულის სხვაობით მოიგო და საბოლოო ჯამში, ამ სეზონში მე-2 გამარჯვება იზეიმა.
თავისი შეხვედრა გამართა გიორგი ბეჟანიშვილმა და მისმა „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსმა“. „ატლანტას“ G ლიგის გუნდმა „გრინსბორო სვორმი“ დაძაბულ ბრძოლაში, ასევე ოვერტაიმში 131-130 დაამარცხა. ბეჟანიშვილმა 17 წუთში 11 ქულა და 6 მოხსნა გაიფორმა. მან 7-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და საჯარიმო ჩააგდო.
„სკაიჰოუკსისთვის“ ეს მიმდინარე სეზონში მე-3 გამარჯვებაა და გუნდი აღმოსავლეთ დივიზიონში მე-2 ადგილს იკავებს.