მამუკელაშვილის 13 ქულა „კრეიტონსთან“ წაგებულ მატჩში
მამუკელაშვილის 13 ქულა „კრეიტონსთან“ წაგებულ მატჩში

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“, NCAA ლიგის საკონფერენციო მატჩებში მეორე მარცხი საკუთარ არენაზე „კრეიტონთან“ განიცადა (82-87)

ქართველმა ფორვარდმა კი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. მამუკელაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა სათამაშოდ შედარებით მცირე დრო მიეცა. სანდრომ მოედანი ნაადრევად, ხუთი ჯარიმის გამო დატოვა. მან მოედანზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 13 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. შედეგიანობით ქართველი კალათბურთელი მხოლოდ ქუინსი მაკნაიტს ჩამორჩა, რომელმაც 20 ქულა დააგროვა.

სეტონ ჰოლი“ 10 მოგებითა და 2 მარცხით „ბიგ ისთის” კონფერენციაში კვლავ პირველ ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას სანდროს გუნდი 16 თებერვალს სტუმრად „პროვიდენსთან” ჩაატარებს.