მამუკელაშვილის 12 ქულა და 18 მოხსნა ჩემპიონთან თამაშში
მამუკელაშვილის 12 ქულა და 18 მოხსნა ჩემპიონთან თამაშში

„ენ-სი-ეი-ეი“-ს (NCAA) „ბიგ ისთის“ კონფერენციის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩში სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“ მოქმედ ჩემპიონ ვილანოვას დაუპირისპირდა და მეტოქეს ანგარიშით 79:75 მოუგო.

ნიუ იორკის „მედისონ სკვერ გარდენში“ „ბიგ ისთის“ „ჩემპიონშიპი“ 13-16 მარტს გაიმართება, სადაც „სეტონ ჰოლიც“ იასპარეზებს. ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელის გუნდმა სეზონი 18 მოგებითა და 12 მარცხით დაასრულა.

სეზონის უკანასკნელ შეხვედრაში სანდრომ ბრწყინვალედ ითამაშა – 38 წუთში მან 12 ქულა, 18 მოხსნა (10 მეტოქის ფარზე), ორი გადაცემა და ერთი დაფარება მიითვალა. „სეტონ ჰოლმა“ კონფერენცია კვლავ მესამე ადგილზე დაასრულა.