მამუკელაშვილი საზაფხულო ლიგაზე ითამაშებს – „ბაქსი“ პირველ მატჩს 8 ივლისს გამართავს #1TVSPORT

23:58, 22.06.2022

საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი NBA-ის საზაფხულო ლიგაზე ითამაშებს, რომელიც ლას ვეგასში გაიმართება. „მილუოკი ბაქსმა“ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა წარწერით – „ჩაინიშნეთ საზაფხულო ლიგა კალენდარში“, – სადაც მატჩების კალენდარი მამუკელაშვილის ფოტოსთან ერთადაა გამოქვეყნებული.

https://twitter.com/Bucks/status/1539385676059316224

ვისკონსინელები ტურნირს 8 ივლისს „ბრუკლინ ნეტსთან“ მატჩით გახსნიან, 11 ივლისს „ბოსტონ სელტიკსს“ შეხვდებიან, 13 და 14 ივლისს კი, შესაბამისად, „მინესოტა ტიმბერვუვლზსა“ და „დალას მავერიკსს“. საზაფხულო ლიგის ბოლო შეხვედრას „ბაქსი“ 17 ივლისს გამართავს, მეტოქე კი ჯერჯერობით, უცნობია.

https://twitter.com/Bucks/status/1539624752309932033

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილს საზაფხულო ლიგაზე დებიუტი 2021 წელს ჰქონდა, სადაც შესანიშნავად ითამაშა და არაერთ გულშემატკივარს დაამახსოვრა თავი.

მსგავსი