მამუკელაშვილი G ლიგის ვარსკვლავების მატჩში მიიღებს მონაწილეობას #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისა და „მილუოკი ბაქსის“ მძიმე ფორვარდი, 23 წლის სანდრო მამუკელაშვილი NBA-ის G ლიგის ვარსკვლავების (NBA G League Next Up Game) მატჩში მიიღებს მონაწილეობას. ქართველმა კალათბურთელმა ტრავმირებული ჩარლზ ბესი ჩაანაცვლა და შესაბამისად, ლუკა გარზას გუნდში ითამაშებს.
Next (Man) Up! @WisconsinHerd Two-Way Sandro Mamukelashvili and @slcstars forward Tyler Cook have been named to the #GLeagueNextUpGame as injury replacements. Mamukelashvili will play for #TeamLuka in place of Charles Bassey, & Cook will play for #TeamScoot in place of Eric Mika. pic.twitter.com/9wVcJSCpDE
— NBA G League (@nbagleague) February 15, 2023
განვითარების ლიგის 24 მოთამაშიდან 10 გულშემატკივრებმა ხმის მიცემის საშუალებით აირჩიეს, დანარჩენი 14 კი ლიგამ დაასახელა. გუნდების კაპიტნებად ლუკა გარზა და სკუტ ჰენდერსონი დანიშნეს, რომლებმაც მოთამაშეები თავად აირჩიეს.
ქართველ კალათბურთელს აქამდე Next Up Game-ში არასდროს უთამაშია. G ლიგის ვარსკვლავების მატჩი NBA-ის ALL STAR-ის უიქენდზე, 19 თებერვალს, იუტაში, სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართება.