მამუკა მდინარაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, საგანგებო მდგომარეობა თუ გამოცხადდება, ამან გავლენა არ იქონიოს საკონსტიტუციო განხილვებზე
მამუკა მდინარაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, საგანგებო მდგომარეობა თუ გამოცხადდება, ამან გავლენა არ იქონიოს საკონსტიტუციო განხილვებზე

ყველაფერს გავაკეთებთ, საგანგებო მდგომარეობა თუ გამოცხადდება, ამან გავლენა არ იქონიოს საკონსტიტუციო განხილვებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, საკითხზე ბევრი იმსჯელეს.

„ერთ-ერთ მეთოდს გაგიმხელთ, რაზეც ვილაპარაკეთ, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებები შეიძლება განხილული იყოს საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად ან მასთან ერთად საერთო პაკეტში. მსგავსი მიდგომებით შეიძლება, შემჭიდროებულ ვადებში სწრაფად მივიღოთ საკონსტიტუციო პროექტი და ამას უკვე კონსტიტუციური ცვლილება დავარქვათ. სანერვიულო არაფერი გვაქვს. გვჭირდება გაცილებით მოკლე ვადა იმისთვის, რომ ოპოზიციასთანაც შევთანხმდეთ ამ მიდგომაზე. უკვე ვისაუბრეთ, გვქონდა კომუნიკაცია და ამ მხრივ, არანაირი პრობლემები არ შეიქმნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი