მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კოორდინირებული ქმედება ვინც დაგეგმა, არ გაითვალისწინა მთავარი, მან 2012 წელს თავი გადადო და მატერიალური მხარით მისი შანტაჟი შეუძლებელია
მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კოორდინირებული ქმედება ვინც დაგეგმა, არ გაითვალისწინა მთავარი, მან 2012 წელს თავი გადადო და მატერიალური მხარით მისი შანტაჟი შეუძლებელია

ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კოორდინირებული ქმედება დაგეგმა, არ გაითვალისწინა მთავარი – მან 2012 წელს თავი გადადო და მატერიალური მხარით მისი შანტაჟი შეუძლებელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვერავინ მოახერხებს, ეს ქვეყანა ომში ჩაითრიოს.

„როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული საკითხის აქტუალიზაციასთან დაკავშირებით საყოველთაო კონსენსუსი იყო. ჩემი აზრით, ომისა და ღალატის პარტიასაც ძალიან ხელს აძლევდა ამ თემის აქტუალიზაცია, რადგანაც გუშინ მათი ყველა მთავარი გამოშვება ამ თემით გაიხსნა. ვფიქრობ, ვერსიას, რომ გარკვეული კოორდინირებული მოქმედება მიმდინარეობს, აქვს არსებობის უფლება და ლეგიტიმაცია ამ ვერსიას აქვს; მაგრამ თუ ეს ასეა და ამ ვერსიას თუ მივყვებით, ვინც ეს დაგეგმა, არ გაითვალისწინა ერთი მთავარი რამ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს საკუთარი თავი გადადო და მატერიალური მხარით მისი შანტაჟი, ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ არის შეუძლებელი. ვინმეს თუ აინტერესებს, რომ სხვა მხრიდან მოუაროს ამ სიტუაციას, აქვს ამ ქვეყნის ომში ჩართვის სურვილი და მცდელობა, გარანტირებულად შეგვიძლია ყველას ვუთხრათ, რომ ომი ამ ქვეყანაში არ იქნება; ხელისუფლება უზრუნველყოფს ამ პოლიტიკას. ამ ჩვენს მოსაზრებას, ჩვენს სურვილს ეთანხმება გაცილებით მეტი ადამიანი ამ ქვეყანაში, ვიდრე უშუალოდ ხელისუფლებას უჭერს მხარს; ადამიანები ამბობენ, რომ სახელისუფლებო პოლიტიკა ამ ქვეყანაში ამ მიმართულებით არის სწორი, ბუნებრივია, ეს ასეც იქნება და ვერანაირი სხვა გზით ვერავინ მოახერხებს, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაითრიოს“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.